
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის
პროფესიონალურ დონეზე შესრულებისთვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.
ცერემონია ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.
ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგრევაზ ომიაძეს, თბილისის სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიას,„ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ- ოფთალმოლოგ მარიამ
გოლოვაჩოვას, და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილს.