
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის
პოზიცია გააცნო.
,,საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა დეესკალაცია, ამ მხრივ
საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა ნაბიჯები და პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო
ცვლილება შესთავაზა.
საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას აფასებს დადებითად, იმდენად რამდენადაც, აღნიშნული
გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას და ხელს უწყობს ქვეყანაში დეესკალაციას ‘- განაცხადა ხატია
მოისწრაფიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ "„სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. თუმცა, ამ ქმედებების
დროს თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, გადაცდომას, რა თქმა უნდა ეს არის გამოძიების თემა და პასუხი
უნდა გაეცეს ყველა კითხვას. რა თქმა უნდა, თუ გამოვლინდება დამნაშავე, ის, ვინც გადაამეტა ძალას, ისიც უნდა
დაისაჯოს... გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ყველაფერი, თუმცა, სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც
უნდა ემოქმედათ“
ბოლოს მოისწრაფიშვილმა აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს შეხვდეს საქართველოს მთავრობას, რომ
განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის როლი იმ დახმარების ფარგლებში, რომელიც უნდა შევთავაზოთ
მოსახლეობას”,