
დღეს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
უმრავლესობამ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა შეარჩია. პროცედურის მიხედვით, თავმჯდომარეობის
კანდიდატი პარლამენტის წინაშე 20-წუთიანი სიტყვით წარდგება, ამის შემდეგ დეპუტატები მას კითხვებს
დაუსვამენ, რასაც თალაკვაძის მხრიდან პასუხები, შემდეგ კი პოლიტიკური დებატები მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს
პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის წევრმა სერგეი გავრილოვმა
მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და მას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც დღსაც მიმდინარეობს.
მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა.