
წარმოშობით ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
ჩაშლას გამოეხმაურა.
"ჩემთან ქუჩაში ადამიანი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თუ მთავრობას
შეგნება და ტაქტი არ ჰყოფნის, მაშინ მას სურს მათ მაგივრად ბოდიშის მოხდა. როგორც ქართველი, მეც ვუერთდები
ამ სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა", — თქვა ღურწკაიამ.
შეგახსენებთ, რომ დიანა ღურწკაიამ 2008 წელს საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა.
მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში
25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი.