
ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, მე მსურს ხაზი გავუსვა ამას, რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ იმის სურვილი, რომ აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს იმისი ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობენ პარტიები, რომლებსაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ წარმოდგენილნი იყვნენ ფართოდ საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარით, ფაქტობრივად ზღვარის გარეშე მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება საქართველოში“-აცხადებს ბახტაძე