„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც ცნობილია, უმრავლესობის წევრები ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ.
სხდომის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ ბრიფინგი გაიმართება .