
საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" წევრებმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მატჩის მიმდინარეობისას ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ ცალ თვალზე ხელი აიფარეს.
სოციალურ ქსელში ფოტო მალევე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ აქციის დარბევის დროს, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად რამდენიმე
მოქალაქემ თვალი დაკარგა.
ფოტო: დავით ჯიქია