
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, 20 ივნისს სპეცრაზმელების მიერ დარბევის დროს დაშავებული საბა სერგია მივიდა.
„მე 20 ივნისს თვალში მომხვდა ტყვია, მაგრამ მე დღეს აქ იმიტომ არ ვდგავარ, რომ რაღაც პოლიტიკა ან პოლიტიკის
გამო შეთანხმებაა, მე აქ იმიტომ ვდგავარ, რომ 20 ივნისს, ვინც ჩვენ გვერდით იდგა და ჩვენ გვერდით იბრძოდა,
ისინი არიან დღეს დაჭერილი და ჩვენ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ჩვენ გვინდა, რომ ისინი აქ ჩვენ გვერდით
იდგნენ და ჩვენს გვერდით დავინახოთ, მე არ ვჩივი, რომ გუშინ თვალი დავკარგე, მე ისინი მინდა, რომ აქ იყვნენ ჩვენ
გვერდით,“ - განაცხადა საბა სერგიამ.
აქციის მონაწილეებმა 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.