
მას შემდეგ , რაც პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულება
აუკრძალა, საპასუხოდ სოციალური კამპანია დაიწყო.
საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, ამ ზაფხულს სამშობლოში დაისვენონ და ამით
ტურიზმის სექტორს დახმარება გაუწიონ.
აღნიშნულ ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი
ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველშვილია.