
სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებულ
ელჩებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის,
გერმანიის, პოლონეთის,საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის
მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მზად არის საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის
შესამცირებლად, ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს.