
მეუფე პეტრე, მის სამონაზვნო დასთან ერთად 20 ივნისის სისხლიან ღამეს აფხაზეთის მოვლენებს და 9 აპრილს ადარებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა სპეცდანიშნულების სამსახურებმა, ფაქტიურად, შეასრულეს დავალება საქართველოს ერის, ქართული სულის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ხელი აღმართეს და სისხლი დაღვარეს, ყველაზე ჯანსაღი ერის, ყველაზე მართალი, ღირსეული და მებრძოლი სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც არანაირად არ იყვნენ პოლიტიზირებული და ეს ჩანს და რაც ეკუთვნოდნენ არც ერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას. მე მიმაჩნია, რომ როგორც აფხაზეთის ომში ერთ-ერთი მიზანი ამ უბედურებისა იყო ქართველი მებრძოლი სულის, ახალგაზრდა თაობათა მოსპობა და გენოციდი და, ნაწილობრივ, ამას მიაღწია მტერმა. და ხშირი შემთხვევები მქონდა ასევე როდესაც ზურგიდან აფხაზეთში, ქართველების ზურგიდან იყვნენ დაჭრილი და მოკვდინებული. ასევე მაშინ როდესაც, ფაქტიურად, აქცია დაიშალა და ქუჩაში დასდევდნენ ამ ახალგაზრდებს ეს იყო უკვე არა პროტესტის, არამედ ქართული ახალგაზრდა სულისკვეთების წინააღმდეგ მიმართული დამოკიდებულება,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე დრეს 7 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება