
ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან მმართველი გუნდის
პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ითვალისწინებს საზოგადოების აზრს და დაკავებულ პოსტს ტოვებს.
20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო
დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს
თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა.