
"ნაციონალური მოძრაობა" არ არის პერსონების მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა ეროვნული მოძრაობის გაგრძელებაა, იდეაა, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს", - განაცხადა ენმ-ს წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ, რომელმაც პარტიის ცენტრალურ ოფისთან ბრიფინგი გამართა და სპონტანურად შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის დაბრუნება მიულოცა.
"ჩავარდა ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დასუსტებას და მით უმეტეს, დაშლას ითვალისწინებდა. წამსვლელი წავიდა, ჩვენ პატივს ვცემთ მათ აზრს, მაგრამ გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ მათ თავიანთი პირველი ბრიფინგი ჩაატარეს ივანიშვილის სტილში, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გიგი უგულავა პირადად ივანიშვილს ესაუბრებოდა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გარეთაა. საოცარი ის არის, რომ ეს კაცი დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და სააკაშვილზე იყო გაბრაზებული", - თქვა ნიკა მელიამ.