
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ოპოზიცია პარლამენტშიც შექმნა და პარლამენტს გარეთაც შექმნის. ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს "პარლამენტს გარეთ" ოპოზიციაში.
"ივანიშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება მოკლა", - ამბობს ნინო ბურჯანაძე და ამატებს: "ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ჰქონდეს მექანიზმები, ბერკეტები და აბსოლუტურად ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა. ამისთვის ის იყენებს მოსყიდვას, შანტაჟს და ბევრ სხვა მეთოდს, რომელიც გარწმუნებთ, არაფრით სჯობს თავში ჯოხის ჩარტყმას. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი კვდება და ეს რეალურად დამანგრეველია ქვეყნისთვის”.