
თუ ნიკა მელიას წამოაძახებ, რომ პოლიტიკაში შენ გაუხსენი გზა, მაშინ შენც გაიხსენე, ვინ გაგიხსნა გზა პოლიტიკაში, - თეა თუთბერიძე გიგი უგულავას მიმართავს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ნიკა მელიას პოლიტიკაში გზა მან გაუხსნა.
„ტეხავს მეგობარო, ძალიან ტეხავს! ნიკა მელიას თუ აძახებ, რომ თურმე შენ მას გაუხსენი გზა პოლიტიკაში, მაშინ ისიც გაიხსენე შენ ვინ გაგიხსნა გზა პოლიტიკაში! რადგან შენ გაუხსენი გზა პოლიტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აზრებს უნდა იზიარებდეს უპირობოდ? მაგ ლოგიკით არც თქვენ უნდა დაპირისპირებოდით მაშინ მიშას, შენ და გიგა განსაკუთრებით", - წერს თეა თუთბერიძე.