
თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. „როიტერი“ იტყობინება, რომ ამის შესახებ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთსა და ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის შექმნილი ამ გაზსადენის ამოქმედება 2018 წელს იგეგმებოდა, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდება ვადაზე ადრე დაიწყოს.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თურქეთის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
"ბაქო და ანკარა შეთანხმდნენ, რომ გაზსადენის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს. დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, ენერგეტიკის მინისტრებს დაევალათ TANAP- ის საკითხზე მუშაობა დაგეგმილ 2018 წელზე ადრე დაიწყოს", - განაცხადა დავითოღლუმ.
ტრანსანატოლიური გაზსადენი სამხრეთის დერეფნის პროექტის ნაწილია. ის თურქეთზე გაივლის საქართველოს საზღვრიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე. ამ გაზსადენზე მიწოდება დაგეგმილია აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან, საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ - ევროპაში.