
რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გააუქმოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი თურქეთთან, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ცნობა "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი თურქეთთან 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი ისევ გამოთქვამს მზადყოფნას 30 ნოემბერს პარიზში დაგეგმილ კონფერენციაზე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, თუმცა, ამ საკითხზე ვლადიმირ პუტინის პოზიცია ამ დრომდე უცნობია.