მიხეილ სააკაშვილი: „გაიგეთ: ახლა 2014 კი არა, 2015 წელია და ოდესაში შეუქცევადი პროცესებია დაწყებული“

Image

მას შემდეგ, რაც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესჩინაში, კრიჟანოვსკის სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელები მიწების უკანონოდ გასხვისებასა და სარფიანად გაყიდვაში, ასევე ოჯახის წევრებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემაში დაადანაშაულა, კრიჟანოვსკისა და რამდენიმე სხვა სოფლის მცხოვრებლებმა უკრაინის პრეზიდენტს ოდესიდან სააკაშვილის გაძევება მოსთხოვეს.

 

წერილს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან გაიგზავნა, დღეს თავად მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და ხელისმომწერებს შეახსენა, რომ ოდესაში და ზოგადად, ოდესის ოლქში შეუქცევადი პროცესებია დაწყებული, რომლებსაც ისინი ვერ შეაჩერებენ:

 

„მე მაცნობეს, რომ მას შემდეგ, რაც კრიჟანოვსკის სასოფლო საბჭოს წევრები ოდესჩინის საუკეთესო მიწების მიტაცებაში ვამხილეთ, მათ წერილი გაუგზავნეს უკრაინის პრეზიდენტს პოროშენკოს, ჩემი აქედან გაძევების მოთხოვნით, „დესტაბილიზაციის გამოწვევის“ გამო. ანუ, სტაბილურობის ერთადერთი პირობააა, რომ მათ მიეცეთ ქურდობის საშუალება და ამის შემდეგ კეთილს ინებებენ და არ ჩამოშლიან უკრაინას.

 

ამ ელემენტებამდე ვერ დავიდა ის, რომ ახლა 2014 კი არა, 2015 წელია და ოდესაში დაწყებულია შეუქცევადი პროცესები, რომლებსაც ისინი ვერანაირი მუქარის გზით ვერ შეაჩერებენ.

 

და კიდევ: დაინახეს რა, რომ პროკურატურა ითხოვს კრიჟანოვსკისა და ილიჩევკის საქმეებზე დაპატიმრებები დაიწყოს, კვალის დაფარვის მიზნით, სასოფლო საბჭოს მთელი დოკუმენტაცია მოიპარეს. მე უკვე გავგზავნე შს განყოფილების უფროსი ადგილზე, რათა მომზადდეს საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და ჩინოვნიკები ვაიძულოთ, დააბრუნონ მოპარული დოკუმენტაცია ადგილზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ კრიჟანოვსკში ოდესიდსან ჩასული შსს-ს წარმომადგენლები მთელი რის განმავლობაში ჩხრეკდნენ სასოფლო საბჭოს წევრების საცხოვრებელ სახლებს. პროცესი ინციდენტის გარეშე დასრულდა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !