ჭყოიძე: გიორგი გვიმრაძე ლამის ხელებზე კოცნიდა ადამიანებს, რომლებიც ევრაზიული კავშირის მომხრენი არიან

Image

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის გიორგი გვიმრაძის დღეს გაკეთებულ განცხადებას არჩილ ჭყოიძე პასუხობს. როგორც „რეპორტიორთან" საუბარში „ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე აცხადებს, კონფერენცია, რომელიც სომხეთში გაიმართა და სადაც გვიმრაძეც იმყოფებოდა, ორგანიზებული იყო რუსი ექსპერტების მიერ.

 

ჭყოიძის თქმით, კონფერენცია ემსახურებოდა ევრაზიული კავშირის პოპულარიზაციას. როგორც „ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე ამბობს, ამ ღონისძიებაზე მას რაიმე სახის უკმაყოფილება გვიმრაძის მხრიდან არ შეუმჩნევია. მისი თქმით, გვიმრაძე კონფერენციაზე ყველას მიმართ პატივისცემას გამოხატავდა. როგორც „რეპორტიორს" ჭყოიძემ განუცხადა, მისთვის უცნობია, რატომ გახდა სამარცხვინო გიორგი გვიმრაძესთვის არჩილ ჭყოიძესთნ ერთად კონფერენციაზე ყოფნა.

 

„გიორგი გვიმრაძისგან ვიგებთ, რომ თითქოსდა მას რცხვენია ის, რომ იმყოფებოდა კონფერენციაზე, სადაც მეც ვიმყოფებოდი. ეს იყო კონფერენცია სომხეთში, რომელსაც ატარებდა ალექსანდრე კრილოვის ორგანიზაცია „კავკასიათმცოდნეები". ბატონი გვიმრაძე მხოლოდ და მხოლოდ ამ კონფერენციაზე მყავს ნანახი, იქ მას არანაირი უხერხულობა არ გამოუხატავს იმის გამო, რომ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. მეტსაც გეტყვით, ჩემთან სუფრაზეც იჯდა და მისგან არავითარი უკმაყოფილება არ იგრძნობოდა იმ პიროვნებების მიმართაც, ვინც მხარს უჭერდა საქარველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.

გვიმრაძე თავად კრილოვის მიერ იყო დაპატიჟებული. ამ კონფერენციის მიზანი იყო ევრაზიული კავშირის პოპულარიზაცია და ის, რომ ამ კავშირში გაწევრიანებულიყვნენ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ალექსანდრე კრილოვის ჯგუფი არის ექსპერტთა ჯგუფი რუსეთში, რომელიც ეწევა ევრაზიული კავშირის პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში. საინტერესო ისაა, რომ გვიმრაძე იქ მოწვეული იყო ამ ადამიანების მიერ, ხოლო ეს ადამიანები ევრაზიული კავშირის მომხრეები არიან.

 

მათთთან ბატონი გიორგი მხოლოდ დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა. იგივე დამოკიდებულება ჰქონდა მას ჩემთანაც. გამიკვირდა ბატონი გიორგისი, თურმე სირცხვილი ყოფილა ჭყოიძესთან ერთად კონფერენციაზე ყოფნა. არადა, ლამის ხელებზე კოცნიდა ადამიანებს, რომლებიც ევრაზიულის კავშირის მომხრენი იყვნენ. თუ მას რცხვენოდა ჩემთან ყოფნა, რატომ თავის დროზე არ დააფიქსირა? თურმე სამარცხვინო ვყოფილვარ. არ შეიძლება ასეთი ცვალებადობა. ქამელეონივით არ უნდა იყოს კაცი.

ვფიქრობ, გიორგი გვიმრაძე არ უნდა იყოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციოს უფროსი, რადგან რბილად რომ ვთქვათ, არაა პროფესიონალი. ის არის თავისი ხუშტურების და თავისი ხაზის გამტარებელი და არა საზოგადოებრივი აზრის. ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციოს უფროსია და არა რომელიმე კერძო ტელევიზიის და საკუთარ განცხადებებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს", - განაცხადა ჭყოიძემ.

 

"რეპორტიორი", ალა გრიგალაშვილი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !