
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დამოუკიდებელი მაუწყებლის „რუსთავი-2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესები ჩატარდეს სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ.
ითვალისწინებს რა 2016 წელს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების გაშუქების აუცილებლობას თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის პირობებში, IPI გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ ამ სასამართლო პროცესებმა, შესაძლოა, ბარიერი შეუქმნას „რუსთავი-2“-ს ახალი ამბებისა და პოლიტიკური პროცესების გაშუქებაში“, - აცხადებს სტივენ ელისი. –
„ჩვენ ასევე, შეშფოთებული ვართ ბრალდებებით ხელისუფლების მიმართ, პროცესში მათი ჩართულობის შესახებ. ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გაცვლის უფლება სამართლიანი არჩევნების ფუნდამენტალური კომპონენტია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რათა ეს პრინციპი იყოს დაცული“, - ნათქვამია განცხადებაში.