-
2015-10-06 18:00
კიევის აეროპორტ "ბორისპოლში" დააკავეს საქართველოს მოქალაქე - მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლად გეგმავდა გადასვლას და სეპარატისტულ შეიარაღებულ ფორმირებაში გაწევრიანებას აპირებდა.
როგორც სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისი-კიევის რეისზე მათი ეჭვი გამოიწვია ახალგაზრდა მამაკაცის ქცევამ და ის დამატებითი შემოწმების მიზნით შეაყოვნეს, ხოლო შემდეგ დაკითხეს, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ აღიარა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით, კერძოდ, დონეცკში ჰყავს ნათესავები, რომლებიც შეიარაღებულ, სეპარატისტულ დაჯგუფებებში იბრძვიან.
საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქე უკრაინაში არ შეუშვეს და ქვეყანა კიევი-თბილისის რეისით დაატოვებინეს. შეგახსენებთ, მანამდე ასევე კიევში, უკრაინის სასაზღვრო პოლიციამ ირანელი სნაიპერი დააკავა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43