
საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გია თევდორაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს წერილს, რომელიც ქუთაისში დაკავებული სამი აქტივისტიდან ერთ-ერთის - ნიკა ნარსიას დედამ მისწერა.
,,ბატონო გია, მადლობა ყველას ასე ერთსულოვნად რომ ხართ. მე როგორც ემიგრანტ დედას, ქუთაისი მენატრება , მენატრება ქუთაისის ყველაფერი. ვამაყობ ყველა თქვენგანით, რომ ასე უდგახართ ჩემ ნიკუშას გვერდით, მე არ მეშინია. თქვენი იმედი მაქვს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ."