ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დააკავეს

Image

ბათუმში დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რეზო ხარაზის მეგობრები მიიჩნევენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და რაც ხდება, "ქუთაისის ამბების გაგრძელებაა". 

 

პარტიის წევრები გრიბოედოვის ქუჩაზე, უშიშროების სამსახურის შენობასთან არიან შეკრებილები და რეზო ხარაზის გათავისუფლებას ელოდებიან. 

 

როგორც "ნაციონალური მოძრობის" წევრმა სოლომონ ბაჯელიძემ განაცხადა, რეზო ხარაზი იმ დროს დააკავეს, როცა მის დახმარებას და იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რისთვის ჩამოართვეს მართვის მოწმობა. ბაჯელიძის განმარტებით, საქმე ეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, როცა ზებრაზე ქვეითად მოსიარულეს გზა დაუთმო, თუმცა პოლიციის უფროსის მოადგილემ ეს ფაქტი არჩილ ხაბაძის ესკორტის შეფერხებად მიიჩნია.

 

"გუშინ, ზებრაზე გავაჩერე ავტომობილი და ფეხით მოსიარულეს დავუთმე გზა. ამ დროს მოძაობის წესების დარღვევით, "პროტივზე" გამოსული არჩილ ხაბაძის ესკორტი ჩემი მანქანის უკან გაჩერდა. ზებრაზე ავტომობილის გაჩერება ჩამითვალეს ესკორტის შეფერხებად, მიკროფონებში ჩაჰყვირეს, რანაირად მოძრაობო. გუშინ საღამოსაც და დღესაც ჩვეულებრივად გადავადგილდებოდი.

 

დღეს მთავრობის სახლთან რომ შევუხვიე, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე დამხვდა და მითხრა, გადმოცემული ხართ და გააჩერეთ ავტომობილიო. რა თქმა უნდა დავემორჩილე. მითხრა, რომ ესკორტის შეფერხებისთვის ერთი წლით ავტომობილის მართვის უფლება ჩამომერთმეოდა.

 

დავურეკე რეზო ხარაზს, მოვიდა ადგილზე და საპატრულო პოლიციის უფროსს ჰკითხა, თუ რის გამო ჩამომართვა მოწმობა. ეს ქმედება საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ჩაუთვალა ხულიგნობად თუ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევად და საპატრულო ეკიპაჟებს მოუწოდა დაეკავებინათ ის", - აღნიშნა სოლომონ ბაჯელიძემ. 

 

"ინტერპრესნიუსის" მიხედვით

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !