
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ საპროტესტო აქციაში, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილია.
„ჩვენ ახლა ვდგავართ არა ბიძინა ივანიშვილის სახლთან, არამედ სახელმწიფო კანცელარიასთან, რადგან აქ ზის კაცი, რომელიც მართავს ქვეყანას, კაცი, რომელიც ერთობა ქვეყნის მომავლით. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ბიძინა უნდა წავიდეს, ყველანი ვთანხმდებით, რომ მისთვის პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილია“, - მიმართა გიგა ბოკერიამ შეკრებილებს.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გააპროტესტეს. ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ბრალი ხულიგნობის მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შენიშვნა: "ნეტგაზეთის" ვიდეო