-
2015-10-05 14:17
ქუთაისის საქალაქო სასმართლოში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებული "თავისუფალი ზონის" წევრების ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის კახაბერ გაბუნიას სასამართლო პროცესი დასრულდა.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ "თავისუფალი ზონის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაცხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.