-
2015-10-02 20:30
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მხარემ, ვისაც პირდაპირ ან ირიბად ეხება მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები, ნათელი პასუხი გასცენ დასმულ კითხვებს.
"ბოლო დღეებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გამართულ მუშაობას შეექმნა პრობლემები. ეს ხდება მედიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომლის თაობაზეც დასმულ სერიოზულ კითხვებს ჯერაც არ გასცემია დამაჯერებელი პასუხები.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ეს საკითხები, გასცეს ნათელი პასუხები დასმულ კითხვებს და ახსოვდეს, რომ თავისუფალი მედია არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უზენაესი ღირებულება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.