-
2015-07-28 17:28
ლიტველი კონსერვატორების ლიდერი და ევროპარლამენტის დეპუტატი გაბრიელუს ლანდსბერგისი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ერთობლივი ბატალიონის შექმნას სთავაზობს.
„ჩვენ ნატოში შესვლის წინ გავააქტიურეთ რეგიონალური თანამშრომლობა და შევქმენით ლიტვისა და პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ერთობლივი ბატალიონები. მე მიმაჩნია, რომ ასეთი კუთხით თანამშრომლობა შესაძლებელია უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორისაც.
ამით ისიც დადასტურდება, რომ სახელმწიფოს თვალთახედვა ფართო უნდა იყოს და არა მხოლოდ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე და შეეძლოს რამდენიმე სახელმწიფოსთან მოლაპარაკება“, - აღნიშნა ლიტველმა ევროპარლამენტარმა.
მან დაამატა, რომ ამ იდეის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. ლანდსბერგისს მიაჩნია, რომ ლიტვა, შესაძლოა, ამ მხრივ მაგალითად გამოდგეს და ასევე, გაუზიაროს გამოცდილება ამ სამ ქვეყანას. ამ თემაზე საუბარს ლანდსბერგისი პარასკევს, უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრის დროსაც აპირებს.