
ოდესის ცნობილმა კლუბმა "იბიცამ" მოიხეილ სააკაშვილის მხრიდან კრიტიკის შემდეგ გააუქმა ცნობილი მომღერლის ტიმატის კონცერტი და "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ პატივისცემით ეკიდება ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას.
"პატივცემულო მიხეილ სააკაშვილო, მადლობა მაღალი შეფასებისა და ჩვენი კლუბის მხარდაჭერისთვის. ტიმატი მრავალი წლის მანძილზე ატარებდა თავის კონცერტებს ჩვენს კლუბში და წელს მისი მოწვევის დროს ჩვენ არ განგვიხილავს მისი გამოსვლის პოლიტიკური ფონი. ჩვენ გაგებით და პატივისცემით ვეკიდებით თქვენს ყურადღებას. ტიმატის კონცერტი კლუბ იბიცაში გაუქმდება," - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა მანამდე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გაკვირვებულია "იბიცას" გადაწყვეტილებით, ჩაატაროს კლუბში ტიმატის კონცერტი, რომელიც რამზან კადიროვთან მეგობრობითაა ცნობილი.
"მიმაჩნია, რომ "იბიცა" ევროპაში ერთერთი საუკეთესო კლუბი და ოდესის ღირსშესანიშნაობაა, მით უმეტეს, გაკვირვებული ვარ, როგორ შეგეძლოთ მოგეწვიათ ტიმატი, რომელიც ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხოლო უკრაინას უწოდებს "უმცროს ძმას", რომელმაც მემთვრალეობასა და ნარკოტიკების მოხმარებას მიჰყო ხელი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.