-
2015-07-23 16:00
ილიჩევსკის პორტის დირექტორი იური კრუკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის თაობაზე პორტში ვიზიტის დროს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმზღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ბრძანება ხელმოწერილია და ძალაში უკვე შევიდა.
სააკაშვილმა ილიჩევსკის პორტის მუშაობის მიმართ პრეტენზია რამდენიმე დღის წინ გამოთქვა, რითაც გამართლდა ვარაუდი, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი სამართალდამცველთა გაძლიერების შემდეგ ოდესის ოლქის პორტებში გამეფებულ კორუფციულ სქემებს დაუპირისპირდებოდა.
იური კრუკი ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლებისა და პროკურატურის, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ დაუმორჩილებლობით გამოირჩეოდა. მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულ ტვირთს მისი ბრძანებით მაინც ტვირთავდნენ რუსეთში გასაგზავნად. კრუკი არსად მალავდა, რომ მეგობრობს ცნობილ რუს მომღერალ იოსებ კობზონთან, რომელსაც ოდესის ოლქში შემავალ პოტრებში საკუთარი ფინანსური ინტერესები გააჩნდა.