
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს, საპარლამენტო უმცირესობის სახელით გამოსულმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რომ მათ რუსული სპეცსამსახურებისა და მილიარდერი ოლიგარქის დახმარებით დადგეს ციხეში ცოცხით წამების კადრები, რაზეც საზოგადოება წამოაგეს.
"თქვენ ითამაშეთ საზოგადოების ძალიან წრფელ გრძნობებზე, რადგან მათ უნდოდათ უკეთესობისკენ შეეცვალათ არსებული მდგომარეობა. ითამაშეთ სწორედ ივანიშვილის მიერ დადგმული სადისტური ფილმით. და თუ ეს ასე არ არის, და თუკი ციხეში მართლაც გააუპატიურეს ვინმე პატიმარი, გამობრძანდით, ბატონო უჩა და თქვით ეს თქვენს დასკვნით სიტყვაში. თუ არადა, ისიც თქვით, რომ არავინ ციხეში ცოცხით არ გააუპატიურებიათ და ეს იყო დადგმული კადრები", - თქვა ჩიორა თაქთაქიშვილმა.