
დენის ანტონიუკი - უკრაინის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელი, რომელსაც გუშინ ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავიაბაზრის მონოპლიზების გამო დაუპირისპირდა, გადაყენებულია.
გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, სააკაშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება პოროშენკომ „ფეისბუქზეც“ გაახმიანა და ანტონიუკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაც დაანონსა.
მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს დეოლიგარქიზაციის აუცილებლობას და იმას, რომ ეს მხოლოდ ლამაზი ლოზუნგი არ არის.