
სოციალურ ქსელში ვრცელდება 2007 წლის 7 ნოემბრის მოწოდებები რუსთაველის გამზირიდან. კოკა გუნცაძე და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ხელისუფლების დამთავრებისკენ" მოუწოდებენ.
იმის მიუხედავადა, რომ ეს მოწოდებები ისმოდა ღიად, ტვ "იმედის" პირდაპირ ეთერში, იგივე მეორდებოდა, რუსთაველის გამზირის გარდა, რიყეზე შეკრების დროსაც, იმჟამინდელ ხელისუფლებას არ აღუძრავს სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების დამხობის ან მისი ხელში ჩაგდების მუხლით, რადგან ამ მოწოდებაში არ არის ნახსენები იარაღი, ასევე არ არის მოწოდება შეიარაღებული გამოსვლის შესახებ.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პირების მიერ, სხვადასხვა დროს ჩატარებული მიტინგების დროს როგორც 2007, ასევე 2009 და 2011 წლებში, საჯაროდ, ხშირად პირდაპირ ეთერშიც ისმოდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა:
"–თქვენ თუ გაქვთ, რუსებს, რეცეპტი, სისხლისღვრის გარეშე როგორ შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინ მოგვეცით ეს რეცეპტი. თუ არადა მოგვეცით საშუალება, ვიმოქმედოთ", - გია გაჩეჩილაძე;
"–სულ რამდენიმე დღეში ამათ გადავაგდებთ და მერე მოდის! - და მერე მოდის! ყველაზე მაგარი!", - გია გაჩეჩილაძე;
"–საკნების ქალაქი უნდა გახდეს თბილისი" - გია გაჩეჩილაძე;
"– როგორც ჯეფერსონმა თქვა, დროდადრო პატრიოტების სისხლით უნდა მოირწყას დემოკრატიის ხე", - გია გაჩეჩილაძე;
"–ცოტა ხანში ამათ უბნებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს ტო, ყველა უბანი გამოვა და თავის სათქმელს იტყვის (“კორკოტა”);
"–ჯერ უნდა ავიღოთ თბილისი, მერე ყველა სოფელი და მერე მთელი საქართველო! (ლევან გაჩეჩილაძე)".
–წავედით კანცელარიასთან, საკნები წაგვაღებინეთ (ლევან გაჩეჩილაძე)
–ყველამ თქვენს სახელზე თითო საკანი დადგით (ზვიად ძიძიგური)
–ხალხი ამათი დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩებში (გუბაზ სანიკიძე)