
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რიგაში ჩავა და მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებაში მიიღებს, რომელიც ლატვიის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად იმართება.
სააკაშვილი ფორუმს სტუმრის სტატუსით დაესწრება. შეკრებაზე მიიღებენ დეკლარაციას, სადაც საუბარი საქართველოს შესახებაც იქნება. EPP - ის სამიტს დაესწრება რამდენიმე ქვეყნის ლიდერი. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბოიკო ბორისოვი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიღებენ. რიგაში დღეს უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსაც ელოდებიან.