
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, საარჩევნო უბნებზე მისულთა 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 10% - თავისუფალ დემოკრატებს, 6% - ლეიბორისტულ პარტიას.
პატრიოტთა ალიანსის და ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ კი, არჩევანს გამოკითხულთა 5-5% აკეთებს.
არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემდა ხმას კვლევაში მონაწილეთა 12%, ხოლო რესპონდენტმა 11%-მა საერთოდ უარი თქვა პასუხზე.
IRI-მ კვლევა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრეც ჩაატარა. 2012 წლის მაისის შედეგებით, გამოკითხულთა 45% საპარლამენტო არჩევნებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს, 15% - ქართულ ოცნებას, 9% – ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, ხოლო სხვა პარტიები 4%-ს ინაწილებდნენ.