
"ნაციონალური მოძრაობა" ახალ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. აუდიოჩანაწერში ლადო სადღობელაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებულია, საპატრულო პოლიციის მანქანაში პოლიციელებს ესაუბრება და აქციების ჩატარების პერიოდს უთანხმებს.
პოლიციელის შეკითხვაზე: "ჩვენ კი ჩავინიშნავთ, მაგრამ შეთანხმებულია?" ლადო სადღობელაშვილი პასუხობს: "ჩვენ შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენი არსებობაა უკვე შეთანხმებული!".
ამავე ჩანაწერში ლადო სადღობელაშვილი პოლიციელებს აქციების გრაფიკს ამცნობს და ეუბნება,სად მოუწევს მათი ჩატარება მომდევნო ორ კვირაში. აღსანიშნავია, რომ პოლიციელისგან სადღობელაშვილი იღებს რჩევებს, როგორ შეურიონ საღებავებს "პაჩევნიკები", რათა შენობისთვის ნასროლი მიზნამდე მივიდეს და კარგად დაეტყოს.
"იმათ უთხარი, წინააღმდეგობას ნუ უწევენ, რა, თორე ისინი დებილები არიან", - ამბობს ლადო სადღობელაშვილი, შემდეგ კი ერთერთ პოლიციელს მიმართავს: "ოცმეთაური ხაარ? ხო იცი, ოცმეთაურზე ნაკლები არ მყავს სასამართლოზე წარმდგენი".