„ეგ ბიჭი ერთ ადგილს ათამაშებს დიდი ხანია და მიიღებს...“

Image

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, არმაზ ახვლედიანის მუქარამ  უმრავლესობის წევრთა მისამართით, ახვლედიანს ბევრი მტერი გაუჩინა.

 

მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივნის თქმით, ვინც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, სანქციები ელოდებათ.

 

„ალიასთან“ საუბარში, უმრავლესობის წევრი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ მთელი  უმრავლესობა გაღიზიანებულია ახვლედიანზე.

 

„ეგ ვინ გვიგდია, რომ ჩვენ, დეპუტატებს, სანქციებით გვემუქრება?! ჩვენ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები გავქვს და როგორ ბედავს დეპუტატების წინააღმდეგ მუქარას? ჰკითხეთ ერთი, ეს განცხადება რომ გააკეთა, მთვრალი ხომ არ იყო?!

 

როცა სვამს, აპათოლოგებს და მერე ეწყება „ბელაია გარიაჩკა“. ეგ ბიჭი ერთ ადგილს ათამაშებს დიდი ხანია და მიიღებს. იცით, რეალურად რა მოხდა? პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ განეხილა ეს საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება, ახვლედიანი კი თავისი ინიციატივით გამოვიდა, თითები გვიქნია, პოლიტსაბჭოზე გადავწყვიტეთ საკითხი და არ გაბედოთ წინააღმდეგ წასვლაო.

 

ჩვენ ფრაქციაში ვიმსჯელებთ ახვლედიანის შესახებ და სანქციებს აქეთ დავუწესებთ მაგას. თუ ვერ გაიგო პოლიტსაბჭოზე რა ითქვა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. აქვე გეტყვით, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა არ ჩავარდება და არც ვაპირებდით მისი კანდიდატურის ჩაგდებას“, -  განაცხადა ინკოგნიტო რესპოდენტმა.

 

„ალია“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !