კახა ბენდუქიძე: „შეიძლება, ისინი ფიქრობენ, რომ მე ტონობით ფული მიმაქვს „ნაციონალურ მოძრაობაში...“

Image

გადაცემა „რეაქციაში“ ჩართვის დროს კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში პროკურატურის გააქტიურებაზე და მისი მხრიდან პოლიტიკური სარჩულით დევნაზე უკვე არც მთავრობის წევრებს აქვთ განსხვავებული აზრი.

 

 

„მოხდება - მოხდება, რა ვქნა ახლა...“, - ასე უპასუხა მან გადაცემის წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, თვლის თუ არა, რომ შესაზლოა, მისი დაპატიმრებაც მოხდეს, ხოლო შემდეგ შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა იყოს პროკურატურა მისით დაინტერესებული, კახა ბენდუქიძემ უპასუხა:

 

„რითია გამოწვეული, არ ვიცი, შეიძლება, ისინი ფიქრობენ, რომ მე ტონობით ფული მიმაქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ან ჰგონიათ, რომ მე სტუდენტებს ვზრდი ამ ხელისუფლების მიმართ სიძულვილით - მე ხომ არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ მათ ჩემზე...

 

პროკურატურა გააქტიურებული იყო მთელი ეს პერიოდი და ამ მხრივ განსხვავებული აზრი არ არის არსად, მათ შორის არც მთავრობაში.

 

დავაკვირდეთ, რას ამბობენ მთავრობის წევრები, ისინი, ფაქტობრივად, ამბობენ: ჩვენ დავპირდით ხალხს, გამოვიძიოთ წინა ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ადამიანების საქმეები, მაგრამ არ გამოვიძიოთ იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც ადრე იყვნენ წინა ხელისუფლებაში და ახლა ჩვენთან არიან...

 

რატომ ხდება ეს დაინტერესება მაინცდამაინც ჩემს მიმართ, მოდით, ერთად ვიფიქროთ... წინა პრემიერმა ისიც კი თქვა, საერთოდ გამოსაძიებელია, რასა ასწავლის ის მანდო...“, - თქვა "რეაქციაში" კახა ბენდუქიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !