
საჭიროების შემთხვევაში, ამერიკას შეუძლია მიაწოდოს უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა - „იტარ-ტასის“ ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავჯდომარემ კარლ ლევინმა განაცხადა.
„უნდა დავეხმაროთ უკრაინას საჭირო აღჭურვილობით, საწვავით, ჯავშანჟილეტებით, თუ საჭიროა სამხედრო მასალებითაც. ასეთი დახმარება სავსებით შესაძლებელია“ - განაცხადა ლევინმა.
გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერთან, ვიტალი იარემთან შეხვედრაზე, ლევინმა განაცხადა, რომ „ამერიკა, რუსეთის ფედერაციაზე ზეგავლენის მოხდენის გზებს ეძებს, რათა თავიდან იქნას აცილებული შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინასთან“ .
შეგახსენებთ, 22 აპრილს თეთრმა სახლმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკა დახმარების სახით 8 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის სამხედრო ძალებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის.