
ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სამხედრო ძალებმა, სლავიანსკის მიდამოებში, ექსტრემისტების საცეცხლე წერტილები აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, სადაზვერვო-სამძებრო მოქმედებებს აწარმოებდნენ, რომლის დროსაც სლავიანსკის მიდამოებში, ექსტრემისტების საცეცხლე წერტილები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ უშიშროების სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს. მიღებულია ყველა ზომა იმისთვის, რომ არ იქნეს დაშვებული ბოევიკების გადაადგილება და დამატებითი ძალების მობილიზება სლავიანსკისთან ახლოს.
უკრაინის სამხედრო ძალების მიერ გამაგრებულია უკრაინული ბლოკ-პოსტები იზუმი-სლავიანსკის გზაზე. ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართულია აგრეთვე ავიაცია. როგორც ცოტა ხნის წინ სააგენტო „უნიანი“ იუწყებოდა, უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ, ქალაქ სლიავიანსკის ყველა შესასვლელი დაბლოკა, სადაც სეპარატისტები იყვნენ გამაგრებული.