
ივანიშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრებისა და პრემიერის შეხვედრას მხოლოდ კეთილისმსურველის სტატუსით დაესწრო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
"იგეგმებოდა შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში პრემიერთან, ეს ყოველთვის ხდება თვეში ერთხელ,სასიხარულო იყო იქ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია არჩევნების თემა, ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ სსაარჩევნო კამპანიას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან არ განხილულა ცალკეული კანდიდატები, არ ყოფილა კანდიდატების განხილვა მასთან, იქ ის იყო ჩვენი კეთილისმსურველის სტატუსით. მისგან იყო კეთილი სურვილები და იმის შეხსენებ საუბარი, რომ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ ეს უნდა შევასრულოთ“-განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილს კოალიციის წევრებისთვის შენიშვნა არ მიუცია და არც კრიტიკული აზრი გამოუთქვამს.
ყოფილი პრემიერი, მოქმედი პრემიერისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრაზე დღეს მოულოდნელად მივიდა, შეხვედრაზე თვითმართველობის არჩევნებზე წარსადგენი კანდიდატების ვინაობა განიხილებოდა, შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა.