
დადგენილია ფაქტი, რომ სლავიანსკთან ახლოს სეპარატისტების მიერ სასტიკად არიან ნაცემი ბავშვები, რომლებმაც ბილბასოვკაში მდებარე ბლოკპოსტსა და სამხედროებს სურათები გადაუღეს.
ამის შესახებ იუწყება "ОстроВ", დონეცკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რომლებიც დღითიდღე ცვლიან თავის დამოკიდებულებას შეიარაღებული ფორმირებების მიმართ.
მანამდე კიდევ ერთი ანალოგიური ფაქტი მოხდა, როდესაც უცნობებმა საკუთარ სახლში ქალი დაჭრეს, რის შემდეგადაც თავი წარადგინეს „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებად.