
სლავიანსკში ტერორისტებმა ეუთოს ავტობუსი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
როგორც სააგენტო "უნიანს" შსს-ს საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურმა განუცხადა, მძევლები სლავიანსკის უშიშროების სამსახურის შენობაში იმყოფებიან.
ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება პრორუსულად განწყობილ ძალებთან. ისინი უარს აცხადებენ მძევლების გათავისუფლებაზე იმ მოტივით, რომ უნდა დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებს-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 11.40 საათზე ქალაქ სლავიანსკში, კრამატორსკის მხრიდან უცნობმა პირებმა გააჩერეს და გაიტაცეს ავტობუსი 13 მგზავრით.
მათ შორის იყვნენ ეუთოს 7, უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 წარმომადგენელი და მძღოლი.