
უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ სლიავიანსკის ყველა შესასვლელი დაბლოკა, სადაც სეპარატისტები იყვნენ გამაგრებული.
ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, ეროვნული გვარდიის მეთაურის სტეპან პოლტორაკის სიტყვებზე დაყრდნობით განუცხადეს.
პოლტორაკი ამ დროისათვის დონეტჩინში იმყოფება. მისი განცხადებით, ქალაქის ბლოკირება, ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა.