-
2014-04-25 19:41
ლეგენდარელი ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა და მეუღლე იცნო - ამის შესახებ, sportbox.ru გერმანულ ტელეარხ RTL-ზე დაყრდნობით იუწყება, თუმცა, ეს ცნობა გერმანელმა ჟურნალისტებმა უარყვეს.
ტელეკომპანიის ეთერში ახალი ამბავი შვიდგზის ჩემპიონის მენეჯერმა საბინა კემმა განაცხადა. საბინა კემმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მან ასევე აღნიშნა, რომ უფრო მეტს ვერაფერს იტყვის, რადგან პატივს სცემს შუმახერის პირად ცხოვრებას.
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კი, საერთოდ აგარ გააკეთებს კომენტარს ამ თემაზე, რადგან მას თვითონ შეეძლება პრესასთან ურთიერთობა, თუ კი ამას საჭიროდ ჩათვლის. გერმანელმა ჟურნალისტებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. „ტვიტერზე“ ამის შესახებ „ფორმულა-1“-ის მიმომხილველმა ნიკოლ პოლმა დაწერა:
„მაპატიეთ, მაგრამ ესპანეთიდან გავრცელებული ეს ხმები არ შეესაბამება სინამდვილეს. მე მივიღე სმს კემისგან, რომელმაც არ დაადასტურა ეს ინფორმაცია "- დაწერა ნიკოლ პოლმა.
იგივე ინფორმაცია უარყო AutoBild-ის რედაქტორმა ბიანკა გარლოფმაც. შეგახსენებთ, მიხეილ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს დააწვინეს საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც სამთო-სათხილამურო კურორტზე, თხილამურებზე სრიალისას დაეცა და თავი ქვას დაარტყა. იგი 95 დღეა, კომაშია.