ელისო კილაძემ სკანდალური ვიდეო გაასაჯაროვა

Image

„ქრონიკა +“-ი'ს მთვარი რედაქტორი ელისო კილაძე ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ქევხიშვილის დაკავების შემდეგ სკანდალურ ვიდეომასალას ასაჯაროებს.

 

„ის რაც დღეს ყვარელში ხდება, პირდაპირი დარტყმაა „ქართულ ოცნებაზე“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. სამწუხაროა, რომ პროცესებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ხელმძღვანელობს. მე ვასაჯაროებ ვიდეომასალას, რომელიც რამდენიმე ხნის უკან კახეთიდან გამომიგზავნეს, კადრში ჩანს ყვარლის პოლიციის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე ლევან ცუკოშვილი, რომელიც არჩევნების შემდეგ ამ თანამდებობაზე გენერალ თამაზ თამაზაშვილის პირადი რეკომენდაციით დაინიშნა, არჩევნების წინ ცუკოშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის ავანგარდში იდგა და კოლონასთან ერთად „დამთავრდა ბიძინაობა“, ძირს ბიძინაო“ , – შეძახილებით, ყვარელში გადაადგილდებოდა.

 

ამ ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული გახლავთ ის, რომ ამ კადრების გადამღებმა პირმა სიცოცხლე საეჭვო ვითარებაში, თვითმკვლელობით დაასრულა.

 

„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ზედელაშვილს, რომელიც პირადად იმყოფება ამ წუთებში ყვარელში, განმარტებები გააკეთოს ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ლევან ცუკოშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, ისევე როგორც დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა ვიდეომასალის ოპერატორი“ – განუცხადა „პრაიმერს“ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ.

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის კვერცხების დაშენის ბრალდებით დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

,,პრაიმერს.გე"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?