-
2014-04-13 23:32
უკრაინის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში ფარტომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების თაობაზე.
ამის შესახებ, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.
„რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში ყირიმის სცენარის გამეორების უფლებას არ მივცემთ“ - განაცხადა ტელემიმართვაში ტურჩინოვმა.
პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა რუს სეპარატისტებს იარაღის დასაყრელად ვადა დილამდე მისცა. მან მოაწერა ხელი ბრძანებას, იარაღის დაყრის შემთხვევაში სასჯელისაგან ათავისუფლებს ყველა იმ სეპარატისტს, რომელსაც სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი არ გაუხსნია.