-
2014-04-13 22:51
დონეცკის ოლქში, ვოლოდარკის შორიახლოს, უკრაინელმა აქტივისტებმა გააჩერეს ავტობუსი, რომელიც დონის როსტოვიდან მოდიოდა და რუსი სამხედროებით იყო სავსე.
ამის შესახებ სოციალურ ქსელებში თვითმხილველები იტყობინებიან და ფოტოებსაც აქვეყნებენ.
„ამ ავტობუსის დევნის დროს ჩვენი სამი მანქანა გაფუჭდა, მაგრამ ბიჭებმა იყოჩაღეს და მოძრავ ავტობუსს შეახტნენ, საქარე მინების ჩამტვრევა დაიწყეს და ისიც გაჩერდა, თუმცა, მანამდე საბურავები გაუხვრიტეს და მაინც გაჩერდებოდა.
სხვათა შორის, ავტობუსის დევნაში სახელმწიფო ავტოინსპექციაც მონაწილეობდა, მაგრამ სამხედროებმა ისინიც არაფრად ჩააგდეს. საბოლოო ჯამში, იარაღი სწორედ სახავტოინსპექციამ ამოიღო და მილიციის განყოფილებაში წარმოადგინა.
სამხედრეობმა თქვეს, რომ ისინი ვოლოდარსკში, საბრძოლო საწყობების დაცვის გასამაგრებლად მიდიოდნენ. თურმე, იმ საწყობების დასაცავად მიდიოდნენ, რომლებსაც, რა ხანია, თვითონ მათგან ვიცავთ“, - წერს ერთერთი აქტივისტი.

