-
2014-04-13 22:21
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ტელევიზიით გასულ კადრს, სადაც ამჟამინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილეთა შორისაა.
"ჩვენი შსს მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე. კადრი საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმიდან "ოპერაცია ენვერი".
მეცინება...", - წერს გოგა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული და შემდეგ პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული პირების ინტერვიუებზე დაყრდნობით სპეცოპერაციის ახლებური ახსნა დღეს ტვ "იმედმა" გადაცემაში "პანორამა" განიხილა.
