რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციების გამო რუსეთმა 150 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა.
ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ავრცელებს.
მისივე თქმით, 14 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში განიხილავენ იმ თემას, თუ როგორ ითანამშრომლონ სამომავლოდ რუსეთის ფედერაციასთან.