
მონაცემებით, რომელიც რუსეთის ცენტრო ბანკის სტატისტიკას ეყრდნობა, რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვი 4 აპრილის მონაცემებით, შემცირდა და 2010 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. ცენტრობანკის ცნობით, ამჟამად მათი მოცულობა 473,9 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კი გადახედა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შესახებ გაკეთებულ პროგნოზს 2014 და მომდევნო სამი წლის განმავლობაში და გააუარესა მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წელს, დაიყვანა რა ის 1,1%-დე საბაზო და 0,5%-დე კონსერვატიული სცენარებით.
რუსეთის ხელისუფლება 2014 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 100 მლრდ. აშშ დოლარის კაპიტალის გადინებას ვარაუდობს იმის მიუხედავად, რა ზომები იქნება მიღებული ეკონომიკის ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ეს დასახელებული რიცხვი ოთხჯერ მეტია ადრე დასახელებულ სავარაუდო 25 მლრდ. დოლარზე.
რუსეთის ცენტრობანკი მიუთითებს ასევე, რომ მხოლოდ პირველი კვარტალის მონაცემებით ბანკებმა და კორპორაციებმა რუსეთიდან 50 მილიარდი აშშ დოლარი გაიტანეს.
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვარაუდობს, რომ თუ გატანის ნაკადი ნაგულისხმევზე მეტი აღმოჩნდება, ამან, შესაძლოა, 2014 წელს რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც შეამციროს.